12/12/2021
13:20
საზოგადოება
„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები“, - აცხადებს უწყება.
სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
0
0