ოფიციალურად - ნეიმარი „ალ-ჰილალში“ გადავიდა
15/08/2023
21:20
სპორტი
A-
+A
ნეიმარი საუდის არაბეთის კლუბის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი გახდა. გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ და ფორვარდი საკლუბო ფორმაში გამოწყობილი წარადგინა.
პრესა წერდა, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოპციით.
გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში ნეიმარი 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასევე იტყობინებოდნენ, რომ ბრაზილიელის ყოფილი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მიიღებს, რაც პარიზული კლუბის ისტორიაში სარეკორდო გაყიდვაა.
გასულ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
0
0
261
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%