11/07/2024
20:53
სპორტი
„სენტ-ეტიენის“ შეტევას ზურიკო დავითაშვილი გააძლიერებს – ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„იუნის აბდელჰამიდისა და ბენ ოლდის შემდეგ, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი „სენტ-ეტიენის“ მესამე შენაძენი გახდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა, მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაბადებულმა ზურიკო დავითაშვილმა 2017 წლის სექტემბერში, 16 წლისამ, „დინამო თბილისის“ ფორმით საქართველოს ეროვნული ლიგაში ითამაშა. 2018 წლის ზაფხულში ახალგაზრდა თავდამსხმელი თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, სადაც 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გარემარბი 2019 წელს ყაზანის „რუბინმა“ შეამჩნია, სადაც მასთან ერთად „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშობდა. „რუბინიდან“ დავითაშვილი ჯერ ვოლგოგრადის „როტორში“, შემდეგ კი ტულის „არსენალში“ გადავიდა. 2022 წლის გაზაფხულზე ქართველი სამშობლოში დაბრუნდა და მაშინდელ მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.
ბათუმის „დინამოში“ ჩემპიონთა ლიგასა და კონფერენს ლიგებზე თამაშით „ბორდოს“ ყურადღება მიიქცია. ახლახან კი ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში ითამაშა, რომელიც მერვედფინალში გავიდა და შესანიშნავი თამაში აჩვენა.
23 წლის დავითაშვილი თავგადასავალს საფრანგეთში გააგრძელებს და 2028 წლამდე ის „სენტ-ეტიენში“ ითამაშებს. მობრძანდით, ზურიკო“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
0
0