ოჩამჩირის მოსახლეობა ქაფშიას სიმცირით უკმაყოფილოა
19/07/2023
10:47
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან ბიგვავამ დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას მოახსენა, რომ ზღვაში ქაფშიას რაოდენობა შემცირდა. ამის გამო ოჩამჩირის რაიონის საბიუჯეტო შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას „ამრა Live“ ავრცელებს.
ბიგვავას ინფორმაციით, 2022 წელს გეგმა 126 მლნ. რუბლს (356 000 ლარს) შეადგენდა, მაგრამ შემოსავალმა 118 მლნ რუბლი (118 000 ლარი) შეადგინა, რაც გეგმის 33,8%-ია.
ქაფშიას შემცირების ზუსტი მიზეზები უცნობია. ეს შეიძლება მისი უკონტროლო ჭერა იყოს გასული წლების განმავლობაში.
“შესაბამისი უწყებები ქაფშიას ბარბაროსული ჭერის შედეგებზე არაერთხელ საუბრობდნენ., ახლა კი ოჩამჩირის მოსახლეობა ამ შედეგებს იმკის“, - განაცხადა ბესლან ბიგვავამ.
0
0
270
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%