06/05/2024
18:57
კულტურა
BBC ევროვიზიის კონკურსისა და მისი მონაწილეების შესახებ სტატიას აქვეყნებს. 37 მომღერალს შორის, ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს წარმომადგენელზეც წერს.
ავტორის შეფასებით, უნარები, რომლებიც ნუცა ბუზალაძეს გამოარჩევს, საკმარისია იმისთვის, რომ მან ფინალში იმღეროს.
"კონკურსანტს შარშანდელი American Idol-იდან, სადაც კაილი მინოუგთან ერთად წარდგა: ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს", - წერს BBC.
როგორც ცნობილია, Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.
პირველ ნახევარფინალში გერმანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.
“საქართველო მზად არის” – ამ სათაურით მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.
0
0