07/05/2023
21:43
კულტურა
ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე მუშაობს. პარალელურად American Idol-ის ფინალისთვის ემზადება და ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მომღერალმა “იმედის კვირასთან” ისაუბრა.
„ისე მავსებდა საქართველოსა და ჩემი ხალხის მხარდაჭერა, ჩემი ხალხის სიყვარული. ეს ისეთი ძალაა, რომ ვერავინ ვერასოდეს მომერევა, როცა ასეთი ერი მიდგას უკან. თქვენ არ იცით, რამდენს ნიშნავს, როცა შენი სისხლი გიჭერს მხარს. ეს უფრო დიდი მოტივაციაა, რომ უფრო წინ ვიარო. როგორც შევძლებ და რის საშუალებასაც მომცემს ჩემი თავი და ჩემი კარიერა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იცოდნენ არა როგორც შტატი, არამედ როგორც ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე დიდი კულტურის მქონე ერი. აი ეს მინდა, რომ ყველამ იცოდეს და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს“, - ამბობს ბუზალაძე.
0
0