ნორვეგიაში მამაკაცმა მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანი მოკლა
14/10/2021
10:51
მსოფლიო
A-
+A
ნორვეგიაში, ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, მამაკაცმა ერთ-ერთ სუპერმარკეტზე (Coop Extra) თავდასხმისას მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა, მათ შორის, ერთი პოლიციელია.
პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 37 წლის დანიელი მამაკაცი უკვე დააკავა. სამართალდამცავების თქმით, ის მარტო მოქმედებდა; მიმდინარეობს გამოძიება, იყო თუ არა ინციდენტი ტერორისტული აქტი.
ნორვეგიის პოლიციის დირექტორატის განკარგულებით, დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაევალა. როგორც წესი, ნორვეგიაში პოლიცია შეიარაღებული არ არის.
0
0
510
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%