06/07/2023
17:05
სპორტი
ნოე ფანცხავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 50 მ გულაღმა ცურვაში მე-4 ადგილი დაიკავა.
ფინალში მან საქართველოს მორიგი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:25.58 და მისთვის საუკეთესო 796 ქულაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სამეულში გასული სამივე მოცურავე 2005 წელს არის დაბადებული, ხოლო ნოე ერთი წლით უმცროსია.
ამავე ტურნირზე ნოეს შემდეგ წელსაც ექნება ასპარეზობის უფლება.
ფანცხავა ხვალ 200 მ გულაღმა სტილის საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ტურნირის მეხუთე დღეს ამავე სტილით 100-მეტრიან დისტანციაზე მოსინჯავს ძალებს.
"ნოე ფანცხავამ, ფინალურ გაცურვაში კვლავ წარმატებით იასპარეზა. მან 50მეტრ გულაღმა სტილით ცურვაში გააუმჯობესა საკუთარი შედეგი და ძლიერ კონკურენციაში დაიკავა მე-4 ადგილი, შედეგით 25.58(საქართველოს ახალი რეკორდი).
ევროპის იუნიორების ჩემპიონატზე დაფიქსირებული მე-4 ადგილი, საკმაოდ დიდი წარმატებაა საქართველოს ცურვისთვის!
ნოე განაგრძობს ასპარეზობას 100 და 200მეტრ გულაღმა სტილით ცურვაში. ასევე საქართველოს რეკორდსმენი ნიკა ჭიჭიაშვილი იასპარეზებს 100 და 50მეტრ ბატერფლაის სტილით ცურვაში. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს იუნიორთა ნაკრებს", წერს საქართველოს მოცურავეთა კლუბი.
0
0