ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვული დაბომბვების შედეგად დაზარალებულებთან მომუშავე იაპონურ ორგანიზაციას მიენიჭა
11/10/2024
13:45
მსოფლიო
A-
+A
ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. 2024 წელს ჯილდო მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას „ნიჰონ ჰიდანკიო“, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვის შედეგად დაზარალებულებს აერთიანებს. ორგანიზაციას ჯილდო „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მცდელობისთვის“ მიენიჭა. ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ „ნიჰონ ჰიდანკიოში“ თვითმხილველების მონაყოლით ცხადყოფს, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იყოს გამოყენებული.
მანამდე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ლიტერატურის დარგებში. 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.
გამარჯვებულებს 10 დეკემბერს, სტოკჰოლმსა და ოსლოში დააჯილდოებენ.
0
0
136
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%