15/08/2023
16:45
კულტურა
ქართველი მომღერლები – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც აშშ-ში, ავტორ-შემსრულებლების კონკურსის ტოპ 10-ში გადავიდნენ, ქართველ გულშემატკივრებს მიმართავენ.
მუსიკოსები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ:
„თუ ფიქრობთ, რომ ვიმსახურებ 14 ოქტომბერს ამ დიდი მომღერლების გვერდით სცენაზე დგომას, გთხოვთ, ხმა მომეცით დღეში ერთხელ.
ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად იამაყებენ იქ ჩემით. თქვენს გარეშე არაფერი გამომივა“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
„გთხოვთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ხმის მიცემა! დამეხმარეთ ოცნების ასრულებაში და ერთად ვაჩვენოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ცდილობს ნიჭიერი ადამიანების დაბლოკვას, რომ მათ არაფერი გამოუვათ!
დაე ბოლო ვიყო, ვისაც ასე ჩაუკეტავენ ამ ქვეყანაში წარმატებისკენ მიმავალ გზებს!
დაე ჩემს შემდეგ უბრალოდ ეშინოდეთ, რომ თუკი სხვასაც დაამცირებენ, ან დაბლოკავენ, ის ადამიანიც გავა მსოფლიო სცენებზე და იქიდან გასცემს პასუხს!“ – წერს თათია კობალაძე.
0
0