ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დამარცხდა
14/10/2024
16:51
სპორტი
A-
+A
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ქალაქ ანტვერპენში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბელგიელ ბაილისთან ორ სეტში, 6:7 (4:7), 1:6 დამარცხდა.
18-თვიანი შესვენების შემდეგ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირში პირველად იღებდა მონაწილეობას. აქამდე ის, რეიტინგის გამო, შედარებითი დაბალი რანგის, ITF-ის შეჯიბრებებზე მონაწილეობდა.
ბაილისთან შეხვედრის პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო, 2:0 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ხელიდან მალევე გაუშვა და ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
0
0
92
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%