04/08/2024
11:57
სპორტი
ნიკა ნინუა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალთან“ ითამაშა.
25 წლის ნინუა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველი იყო, რომელმაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანი 20 წლის ასაკში გახდა – ამავე დროს, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო.
2020 წელს „დინამო თბილისმა“ ფეხბურთელი სალონიკის პაოკ-ში 850 ათას ევროდ გაუშვა. ბერძნული კლუში მასზე დიდ იმედებს ამყარებდა – ნიკამ პირველ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მაგრამ შემდეგ ტრავმების გამო შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და პაოკ-მა ნინუა იჯარით ჯერ კვიპროსის „ანორთოსისში“ გაუშვა, შემდეგ კი საბრეძნეთის სუპერლიგის „ლამიაში“. ბოლოს პაოკ B-ში თამაშობდა, მთავარ გუნდში კი შანსი არ მიეცა და „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.
0
0