10/07/2024
23:53
სპორტი
ნიკა კვეკვესკირი, რომლის გატანილი პენალტითაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდა, პოზნანის „ლეხს“ დაემშვიდობა – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხი“ დატოვა. 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედი ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.
კვეკვემ პოზნანში 2021 წლის იანვრის ბოლოს ჩამოვიდა და ხელი მოაწერა პირველ, ექვსთვიან კონტრაქტს კიდევ 24 თვით გაგრძელების შესაძლებლობით.
ნიკამ „ლეხთან“ კონტრატქი ჯამში სამჯერ გაახანგრძლივა.
ეს ხელშეკრულება ახლა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. ნიკა, გმადლობთ „ლეხში“ თამაშისათვის და წარმატებებს გისურვებთ კარიერაში“, – წერია „ლეხის“ გავრცელებულ განცხადებაში.
კვეკვესკირმა „ლეხში“ 123 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. 32 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანია, რომელმაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
„ჯვაროსნები“ ტურნირს ესპანეთთან წაგების შემდეგ (1:4) მერვედფინალში გამოეთიშნენ, „ლეხის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კი გერმანიაში გამართულ ტურნირზე ერთი მატჩი ჩაატარა. სულ კი კვეკვესკირმა ეროვნული გუნდის მაისური 61 თამაშში მოირგო.
პირველი არხი
0
0