19/10/2021
10:55
მსოფლიო
შეიარაღებული დაჯგუფება წლების განმავლობაში ატერორებს ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნიგერიას, ხოცავს მოსახლეობას და ძარცვავს სოფლებს; თავდასხმები ბოლო თვეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. გახშირდა სკოლებიდან მოსწავლეების მასობრივი გატაცება. კვირების განმავლობაში, დაჯგუფების წევრების ქმედებების შეფერხების მიზნით, რეგიონში შეჩერებულია სატელეფონო ქსელები, რაც ინფორმაციის მოპოვებას ართულებს.
ნიგერიის საზღვართან, საბონ ბირნის რაიონში, "ბოკო ჰარამის“ წევრები 8 ოქტომბერს კიდევ ერთი სოფლის ბაზარს დაესხნენ თავს, დაიღუპა 19 ადამიანი.
ოქტომბრიდან ნიგერიის სამხედროები მეზობელ ზამფარაში განლაგებული ბანდიტური ბანაკების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს ახორციელებენ. ტელეკომუნიკაციის სერვისები, ასევე დაიხურა ზამფარაში, კადუნასა და კაცინას შტატებში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთით, 2020 წლის იანვრიდან დაახლოებით 50,000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი - 80,000-ზე მეტი მეზობელ ნიგერში გაიქცა.
ნიგერიის უსაფრთხოების ძალები, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთში 12-წლიან ჯიჰადისტურ აჯანყებაში არიან ჩართულნი, რასაც უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024