07/10/2024
13:27
მსოფლიო
ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, ნიგერიაში ქოლერას 350-ზე მეტი ადამიანი ეხმვერპლა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 239%-ით გაიზარდა.
„იანვრიდან სექტემბრამდე 359 ადამიანი გარდაიცვალა, გასული წლის იმავე პერიოდში - 106. ასევე ქოლერით დაავადებულთა რაოდენობა 10,837-მდე გაიზარდა, წინა წლის 3,387 ადამიანთან შედარებით. დაავადებულთა უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებია.
რეკორდული რაოდენობა ქვეყნის კომერციულ ცენტრში ქალაქ-პორტ ლაგოსში დაფიქსირდა. ნიგერიის 7 შტატი ქოლერის ეპიდემიამ მოიცვა, რომლებიც ასევე წყალდიდობით დაზარალდა.
ნიგერიის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, ქოლერას გამომწვევი მიზეზი, ქვეყნის მასშტაბით, სოფლად და ქალაქებში შექმნილი სასმელი წყლის დეფიციტია.
0
0