11/08/2023
19:59
სპორტი
პსჟ-ს ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – იუწყება El Chiringuito.
გამოცემის ინფორმაციით, ნეიმართან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, კიდევ ერთის სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ბრაზილიელი ფორვარდის ანაზღაურება კი სეზონში 13 მილიონი ევროთი განისაზღვრა. აღნიშნავენ, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად კატალონიურ და ფრანგულ კლუბებს შორის საჭიროა საბოლოო შეთანხმება, თავად ნეიმარს კი „ბარსელონაში“ თამაში სურს და ოპტიმისტურად არის განწყობილი.
გასულ სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt-ის მიხედვით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ღირებულება ახლა 60 მილიონ ევროს შეადგენს. ნეიმარი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებული 2018 წელს იყო, როდესაც Transfermarkt 180 მილიონ ევროდ აფასებდა.
0
0