14/05/2023
14:10
სპორტი
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი (ინდივიდუალური დასრულდა, გუნდური მიმდინარეობს) და საქართველოს ნაკრების ისტორიული მაჩვენებელი - გთავაზობთ ჩამონათვალს:
- პირველად ისტორიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მედლების სართო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და იაპონია დაამარცხა.
- საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.
- პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს, შეგახსენებთ, ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილი - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესოა.
- პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.
- იაპონიის გარდა მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეძლო საკუთარ წარმომადგენლებში გაერკვია ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი. საბჭოთა კავშირმა 1975 წელს - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ყაზახეთმა 2015 წელს - 60 კილოგრამში. - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლებმა ოქრო-ვერცხლის მედლები პირველად გაიყვეს.
მედლები:
ოქრო: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ)
ვერცხლი: ლაშა ბექაური (-90 კგ)
ბრინჯაო: გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)
ცნობისთვის, გუნდური შეჯიბრი ჯერ კიდევ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ გუშინ ვიუწყებოდით - დოჰაში, საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოზე პირველი ადგილი დაიკავა.
0
0