13/11/2024
10:51
მსოფლიო
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გლობალური კლიმატის სამიტზე (COP29) განაცხადა, ნავთობი და ბუნებრივი აირი „ღვთის საჩუქარია“.
ალიევმა გააკრიტიკა "დასავლური ყალბი ცნობები" აზერბაიჯანში ემისიების ზრდის შესახებ და თქვა, რომ ქვეყნები "არ უნდა დაადანაშაულონ" წიაღისეული საწვავის მომარაგების გამო.
„აზერბაიჯანი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, გაზის მოპოვების გაფართოებას გეგმავს. გლობალური კლიმატის სამიტის ჩატარებამდე, აზერბაიჯანს ცილს სწამებდნენ და აშანტაჟებდნენ. ჩანს, რომ დასავლური ყალბი მედია, საქველმოქმედო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ერთამენთს ეჯიბრებიან ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში... აზერბაიჯანის წილი გაზის გლობალურ ემისიებში მხოლოდ 0,1%-ია. ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქარი, მზე, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ყველაფერი... ბუნებრივი რესურსებია და ქვეყნები არ უნდა დაადანაშაულონ ამ რესურსების ბაზარზე შეტანის გამო, რადგან ბაზარს სჭირდება ისინი,“ - განაცხადა ალიევმა.
0
0