14/11/2024
10:19
პოლიტიკა
მტკიცებულებების შეგროვება არის პროკურატურის ამოცანა. ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ, სადაც ის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.
არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძემ თავად აღნიშნა, რომ მან გამოძიებას მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც საჯაროა.
პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.
ცნობისთვის, პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის არიან: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024