16/06/2022
17:19
კონფლიქტები
„ნატოში საქართველოს მისწრაფება გახდეს ნატოს წევრი აფხაზეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
საქართველო აქტიურად ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს, სურს გახდეს ნატოს წევრი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან რეგულარული სამხედრო წვრთნები ტარდება ჩვენი საზღვრის სიახლოვეს როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვარზე. ეს ყველაფერი აფხაზეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის“ – განაცხადა ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პოტენციურ აგრესორს მხოლოდ ის აჩერებს, რომ აფხაზეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს რუსეთში ფედერაციასთან. „ჩვენი ქვეყანა საგარეო სამხედრო საფრთხეებისგან საიმედოდ არის დაცული. აფხაზეთის გაეროს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ აღიარა და ჩვენი ქვეყანა საგარეო ამოცანების გადაჭრას აგრძელებს“ – განაცხადა სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა.
ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთში მიერ უკრაინაში წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მხარს უჭერს.
0
0