24/10/2024
10:20
მსოფლიო
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრობლემას აწყდება გამარჯვების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას - ალიანსის ზოგიერთ ძირითად წევრს არ სურს ეს მოხდეს, - ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემა ამერიკელ და ნატო-ს ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანია და აშშ არიან ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომლებიც აჭიანურებენ ზელენსკის მოწოდებას ნატო-ში გაწევრიანების დაუყოვნებლივ მიწვევის შესახებ.
“ზელენსკიმ ამ კვირაში დაჟინებით მოითხოვა, რომ უკრაინისთვის „ფუნდამენტურია ომის დროს მოწვევის მიღება“, მაგრამ ალიანსის ძირითადი წევრები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთთან ომში შესაძლო ჩაბმასთან დაკავშირებით”, - წერს Politico.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საკითხს მხოლოდ გერმანია და აშშ არ ბლოკავენ.
“უნგრეთი და სლოვაკეთიც წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ისინი სხვა საწყისი წერტილიდან გამოდიან. მათი ამჟამინდელი პოპულისტი ლიდერები ზოგადად პროკრემლის პოზიციას იკავებენ. ასევე არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სწრაფად მოქმედება კიევის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩრდილში ყოფნით კმაყოფილდებიან”, - წერს Politico.
გამოცემის ინფორმაციით, ალიანსის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ”ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, სლოვენია ან ესპანეთი, აშშ-სა და გერმანიის უკან იმალებიან“, მეორე ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ეს ქვეყნები "აბსტრაქტულად მხარს უჭერენ უკრაინის მიწვევას, მაგრამ როგორც კი საკითხი მატერიალიზებას მიუახლოვდება", ისინი უფრო საჯაროდ დაიწყებენ ამ იდეის უარყოფას.
Politico წერს, რომ ეს პოზიცია მათ წინააღმდეგობაში აყენებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი უკრაინის ნატო-ში მიწვევის იდეით.
ამავდროულად, ოფიციალური პირები, რომლებიც Politico-სთან საუბრობდნენ, ცდილობდნენ ხაზგასმით აღენიშნათ, რომ არც შეერთებული შტატები და არც გერმანია არ გამორიცხავენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას.
“ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია დიდი ხანია არის ის, რომ ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გაბრაზების თავიდან ასაცილებლად, გაწევრიანების დრო გამოკვეთილი არ არის”, - წერს Politico.
0
0