ნატო-ს დესტრუქციული კურსი უკიდურესად სარისკოა და შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკება გამოიწვიოს - სერგეი რიაბკოვი
22/08/2022
13:05
მსოფლიო
A-
+A
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკა უკიდურესად სარისკოა და შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების შეტაკება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ნატო-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი წითელი ხაზები და უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთონ, უკიდურესად სარისკოა. ცხადია, ამას შეიძლება მოჰყვეს ესკალაცია და ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებამდე მივიდეს, რასაც საშინელი შედეგები ექნება“, - აღნიშნა რიაბკოვმა.
მისი თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი უნდა დაიცვან.
0
0
296
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%