ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს - ხავიერ კოლომინა
11/04/2022
10:21
კონფლიქტები
A-
+A
ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ „ტვიტერის" გვერდზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კოლომინამ.
0
0
485
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%