19/09/2023
22:57
ეკონომიკა
"ნათია თურნავა უნდა დასანქცირდეს აშშ-ის მიერ. მას უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
გოცირიძე ამბობს, რომ თუ პროცედურული საკითხები ხელისშემშლელი არ იქნება, ფრაქცია ოპოზიციასთან კონსულტაციებსაც დაიწყებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს.
"ეს ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა ვიღაცების ხელით. ეს ვიღაცა იურიდიულად არის ნათია თურნავა. ის უნდა დასანქცირდეს აშშ-ის მიერ. მან ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გვერდის ავლას საქართველოში და მას ეს არ შერჩება", - განაცხადა გოცირიძემ.
როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, შესაბამისი ცვლილება სანქციათა რეჟიმების წესში შევიდა.
0
0