17/01/2022
13:34
ეკონომიკა
ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაშიც ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა წარსულში სუბსიდიები მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იყო მიბმული. მისი თქმით, ეს გამართლებული იყო პანდემიის საწყის ეტაპზე, თუმცა ახლა სუბსიდირება იმ ჯგუფებზე უნდა იყოს მიმართული, ვისაც ეს დახმარება უფრო სჭირდება.
„მთელი წლის განმავლობაში იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც აქვს 150 ათასი და ნაკლები ქულა, ტარიფის გაძვირება, რომელიც 2020 წლის დეკემბერში მოხდა, დაუსუბსიდირდებათ სრულად პირველი 200 კილოვატის ფარგლებში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ [ელექტროენერგიას] მოიხმარენ, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ადამიანები 200 კილოვატს მოიხმარენ თვეში, ასეთია სტატისტიკა. მეტიც რომ მოიხმარონ, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში მათ დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენი პირველი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი რაც პანდემიამ მოიტანა 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვისა და ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“, - განაცხადა თურნავამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024