11/03/2024
14:27
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდნენ.
სსფ-ს მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
სსფ-ს მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ს მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და ასევე გააცნეს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები.
0
0
ტრამპმა ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა
24/01/2025