26/10/2024
16:52
არჩევნები 2024
ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მორიგ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. სპეკულაციას არავითარი შედეგი არ აქვს, - განუცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს.
„უმნიშვნელოვანესია, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. სამწუხაროდ, ვხედავთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაერთ პროვოკაციას იმისთვის, რომ რაიმე ფორმით შეძლონ და ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის გაკეთებას. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მორიგ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. სპეკულაციას არავითარი შედეგი არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024