ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 28 პირს ბრალი წაუყენეს - მათგან თითქმის ნახევარი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
30/07/2024
19:30
სამართალი
A-
+A
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 28 პირს ბრალი უკვე წაყენებული აქვს. მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია. გაიმართა სასამართლო პროცესებიც, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელეს. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
თუმცა, უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და დუმილის უფლებას იყენებენ.
დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის 12 მოქალაქეა. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
0
0
281
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%