12/07/2024
23:26
სპორტი
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანაშემწემ, ინგლისელმა დევიდ უებმა Sky Sport UK-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი უნიჭიერესია:
„ის მართლაც დიდი ტალანტია. როდესაც ვარჯიშებზე მასთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობ, ხვდები რამდენად კარგია. ჩემი აზრით, დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია. ფენომენალური ნიჭის მქონეა და ამასთან ფანტასტიკური ადამიანია. მოედანზე ჩინებულია და ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა აქვს. საერთო ჯგუფში ინტეგრირებას ადვილად ახერხებს, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი და ეს მაგარია. თავმდაბალია, მაგრამ წარმატების მისაღწევად მრისხანე განწყობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიდებული კარიერა ექნება, ეს უეჭველია.
ქართველის სახით „ნაპოლის“ გუნდში მოვლენა ჰყავს. მაღალი დონისაა, პრემიერლიგის ყველა კლუბისთვის შესაფერისი იქნება, რომელიც სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. აი, ეს უნარები გააჩნია, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება“. - აცხადებს უები.
0
0