12/10/2021
15:01
პოლიტიკა
მისი ვარაუდით, ამ ინფორმაციის გავრცელება მათ მომხრეებშიც აღარ იწვევს ინტერესს. ანჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების პეტიციას უერთდებიან და სვამს შეკითხვას, შემთხვევით ეს სასულიერო პირები, ხომ არ არიან ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსასმენი აპარატურით დახუნძლული ჯიპებით და სხვა სიკეთეებით დაასაჩუქრა?!
„ორ თემაზე მინდა მოსაზრება გამოვთქვა: 1. მზარდი შეტევები ირაკლი ღარიბაშვილზე ნაცმედიისა და მათი „მოლაპარაკე თავების“ მიერ და რაც ყველაზე ტრაგიკომიკურია, სხვა ვერაფერი ნახეს გარდა იმისა, რომ პერიოდულად ჩართონ თავიანთი მოშლილი პატეფონი და ატრიალონ ერთი და იგივე გაფუჭებული ფირფიტა ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ. ასე მგონია, მათი მომხრეებსაც უკვე მოყირჭდებოდათ ამ თემის ყველა ბრუნვაში დატრიალება. არ გადადგება! 2. რა უნდათ იმ მღვდელმთავრებს, ბოლო დღეებში ენა და ხელი რომ აექავათ და სააკაშვილის სიყვარულის ბუშტი გაუსკდათ, და ერთმანეთს ასწრებენ მისი გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერას? ეს ის „მამაოები“ ხომ არ არიან, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსასმენი აპარატურით დახუნძლული ჯიპებით და სხვა სიკეთეებით რომ დაასაჩუქრა?! მათ რომ მოუსმინო თეთრი, ფუმფულა და უმანკო ყოფილა მიშა! ამის მერე გამოვლენ ამბიონზე და სიწმინდეზე იქადაგებენ!“ - წერს ანჯაფარიძე.
0
0