13/07/2022
15:11
მსოფლიო
ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა და შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს.
მისივე თქმით, მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა.
როგორც ნაჩო სანჩეს ამორი ამბობს, საქართველოს განსხვავებულ სიტუაციაში ჩაყენება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამან პოლარიზაცია გაზარდა.
„არჩევნები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ და მაშასადამე, არის ლეგიტიმური მთავრობა. რეფორმები ნიშნავს, რომ საქართველო იყო მოწინავე. ამ კომიტეტის მოხსენებამ მარტში ცხადად თქვა ეს. სამ კანდიდატთან დაკავშირებით საქმე გვაქვს გეოპოლიტიკურ ოპერაციასთან და ამას საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან. ასე არ უნდა მომხდარიყო. არ შეგვეძლებოდა რომელიმე კანდიდატთან საუბარი, რადგან ამ სამიდან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ეს გეოპოლიტიკური ოპერაციაა. ჩვენ გავაგზავნეთ სამი კითხვარი. ყველაზე გამაღიზიანებელი არის რეფორმების ნაკლებობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. არის ძალიან დიდი ზეწოლა. ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ, მაგრამ რეალურად, ეს ეხება ომს. დემოკრატიული პირობები ეხება მხოლოდ სამიდან ერთ ქვეყანას. მე მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსს ახლა. საქართველოს განსხვავებულ სიტუაციაში ჩაყენება არასწორი გადაწყვეტილებაა და გაზარდა პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ასე გააკეთეს და ამაზე პასუხისმგებელი ისინი არიან. ახლა საუბარი მიდის ტექნიკურ მთავრობაზე. საქართველოს განსხვავებულ კატეგორიაში ჩაყენებამ მეტი პოლარიზაცია შექმნა და ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი წამოიჭრა. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აქ ვიღებთ, შეიძლება, ჰქონდეს სერიოზული შედეგები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორივე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია დასხდნენ პრობლემების გადასაწყვეტად, პოლარიზაციის შესამცირებლად, და არა მის გასაზრდელად“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
0
0