21/11/2024
11:13
მსოფლიო
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მსოფლიოს ყველაზე მაღალი და დაბალი ქალები ერთმანეთს შეხვდნენ და შუადღისას ჩაი ერთად მიირთვეს.
ლონდონის სასტუმრო Savoy-ში შეხვედრისას, 27 წლის თურქმა ვებ-დეველოპერმა რუმეისა გელგიმ და 30 წლის ინდოელმა მსახიობმა ჯიოტი ამგემ ერთმანეთს საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიები და გამოცდილება გაუზიარეს.
რუმეისა გელგი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი [215,16 სმ], გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელია, ხოლო ჯიოტი ამგე - რეკორდს მსოფლიოში ყველაზე დაბალი [62,8 სმ] ქალის სტატუსით ამყარებს.
”ძალიან საინტერესო იყო ჯიოტთან პირველად შეხვედრა. ჩვენი სიმაღლის სხვაობის გამო კომუნიკაციისას ზოგჯერ გვიჭირდა თვალის კონტაქტის დამყარება, მაგრამ მასთან საუბარი შესანიშნავი იყო. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს; ორივეს გვიყვარს მაკიაჟი და ფრჩხილების სხვადასხვანაირად დამუშავება,” - თქვა გელგიმ.
„ჩემზე მაღალ ადამიანებთან შეხვედრისას, ზემოთ ახედვა მიწევს. ეს ერთგვარი დისკომფორტია, თუმცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალს შევხვდი. მოხარული ვარ, რომ გავიცანი რუმეისა, ის ძალიან კეთილშობლია და თავს კომფორტულად ვგრძნობდი მასთან საუბრისას," - თქვა ჯიოტი ამგემ.
როგორც BBC-ი წერს, რუმეისა გელგის იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, სახელად „უივერის სინდრომი“, რომელიც აჩქარებულ ზრდას და ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს - მისი დიაგნოზი მხოლოდ 27-ე შემთხვევაა მსოფლიოში, ხოლო პირველი - თურქეთში. ის ინვალიდის ეტლს იყენებს და ფეხზე დგომა, მხოლოდ ხანმოკლე დროით, საყრდენი მოწყობილობის დახმარებით შეუძლია.
ჯიოტი ამგეს, რომელიც ამერიკულ სატელევიზიო სერიალში „American Horror Story“ მონაწილეობდა, ჯუჯის ფორმა აქვს, რომელსაც აქონდროპლაზია ეწოდება.
წიგნის 70-ე საიუბილეო გამოცემაში რუმეისა გელგი და ჯიოტი ამგე გინესის მსოფლიო რეკორდების სიმბოლოდ დასახელდნენ.
0
0