22/02/2022
16:53
კონფლიქტები
მისივე თქმით, რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც.
„რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება არის მოსკოვის ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა იურიდიული საფუძველი შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად.
რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც. დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
0
0