მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე რომ ვყოფილიყავი - ტრამპი
01/10/2024
22:25
მსოფლიო
A-
+A
მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებას ეხმაურება.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე
რომ ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.
0
0
94
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%