მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა
30/01/2022
14:54
კულტურა
A-
+A
რუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პნევმონიის გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსახიობს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, რეაბილიტაციისთვის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დააწვინეს, თუმცა, მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კურავლიოვი 1936 წლის 8 ოქტომბერს, მოსკოვში დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი 1960 წელს, ფილმში Мичман Панин შედგა.
მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს შორისაა „აფონია“, „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, „მიმინო“, „თურქული გამბიტი“ და „ეძებეთ ქალი“.
0
0
746
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%