13/10/2022
14:04
სამართალი
მოზარდები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
"ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა," - უთხრეს კლინიკაში "ინტერპრესნიუსს".
ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს მოხდა. ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
0
0