15/01/2025
11:20
მსოფლიო
მოზამბიკის არჩეული პრეზიდენტი დანიელ ჩაპო, არჩევნების ჩატარებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ფიცს დებს. იმავდროულად, ქვეყანაში "ეროვნული გაფიცვა" მიმდინარეობს. 48 წლის დანიელ ჩაპომ ხმების 65% აიღო იმ გამოკითხვის შედეგად, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები, საარჩევნო დამკვირვებლები და ფართო საზოგადოება გაყალბებულად მიიჩნევს.
მოზამბიკში ჩატარებული არჩევნების შედეგმა დემონსტრაციების ტალღა, ქაოსი, მკვლელობები და ვანდალიზმი გამოიწვია. ჩაპოს მთავარი კონკურენტი ვენანსიო მონდლეინია. გასულ კვირას, ის სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა, სადაც, მისი თქმით, მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. მონდლეინი მოზამბიკელებს მოუწოდებს, რომ ჩაპოს ინაუგურაციის დღეს - "ხალხის გამქურდველების წინააღმდეგ" - კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ქუჩაში.
მოზამბიკის ორივე წამყვანი ოპოზიციური პარტია - რენამო და მოზამბიკის დემოკრატიული მოძრაობა - აცხადებს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ფიცის დადების ცერემონიას, რადგან ჩაპოს კანონიერ გამარჯვებულად არ ცნობენ.
ანალიტიკოს ლუის ნანჩოტეს შეფასებით, „ჩაპოს ბევრი მტერი ეყოლება, რადგან, როგორც ჩანს, მოზამბიკს ფრაქციების ბლოკი მართავს, მათ შორის მედიკამენტებითა და ნარკოტიკებით მოვაჭრე გაერთიანებები და მაფიოზური დაგჯუფებები.’’
როგორც BBC-ი წერს, ეროვნული შერიგება, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და ძალაუფლების დეცენტრალიზაცია დანიელ ჩაპოს დღის წესრიგის მთავარი
0
0