11/10/2024
14:05
სპორტი
26 ოქტომბერს UFC 308 გაიმართება - ერთმანეთს ილია თოფურია (15-0) და მაქს ჰოლოვეი (26-7) დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მთავარმა მებრძოლებმა დაპირისპირებამდე ESPN MMA-ს პირდაპირ ჩართვაში სიტყვები გაცვალეს და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრეს.
ქართველმა "მატადორმა" მეტოქეს კრივის მონაცემები დაუწუნა და უთხრა, რომ მას არც დარტყმის სიძლიერე გააჩნია და არც ტექნიკა. მაქსსა და ჯასტინ გეიჯის (25-5) ორთაბრძოლას, რომელშიც ჰოლოვეიმ ბოლო წამის ნოკაუტით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, ილიამ მოსაბეზრებელი უწოდა.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, თოფურიამ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც (26-4) გაჰკრა კბილი, რომლის წინააღდეგაც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამარი მოიპოვა.
"მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი. ვოლკანოვსკის აქვს უკვე ერთი ოთახი და 26 ოქტომბერს მეორეში შენ შეგიშვებ", - მიმართა ილიამ მაქს ჰოლოვეის.
ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის POUND FOR POUND-ის რეიტინგის მე-4 ნომერია, მაქს ჰოლოვეი კი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. დაპირისპირება MMA-გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საინტერესოა, რადგან ერთმანეთს სტილით ორი მსგავსი მებრძოლი შეხვდება.
sportall.ge
0
0