31/05/2022
19:12
კონფლიქტები
სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა, დაენიშნა რეფერენდუმი, მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ მისი გაუქმება ჯანსაღი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიის კითხვაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
მარია ზახაროვას თქმით, „რეფერენდუმის საკითხი ცხადია, მოითხოვს დეტალურ ანალიზს და მხარეებს შორის განხილვას“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ექს-პრეზიდენტ ბიბილოვის აღნიშნული ინიციატივა არ ყოფილა შეთანხმებული ჩვენთან, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც ჯანსაღს, რაც პასუხობს მოკავშირე ქვეყნების სულისკვეთებას და მჭიდრო, ორმხრივი კოორდინაციის პრინციპებს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული მხარე მზადაა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემდგომი ინტეგრაციის გზების განხილვის მიზნით, სამხრეთ ოსურ მხარესთან კონსულტაციებისთვის“.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა.
0
0