30/10/2024
10:47
მსოფლიო
Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ეგერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ „წინასწარ მსჯელობას“ აწარმოებენ.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია „მოლაპარაკებების შესაძლო განახლების საკითხთან დაკავშირებულ ძალიან ადრეულ მსჯელობაზე“.
კრემლთან დაახლოებულმა წყარომ FT-ს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება რაიმე სახის შეთანხმებას, სანამ რუსეთის ჯარი უკრაინელ სამხედროებს კურსკის ოლქიდან არ განდევნის. თავის მხრივ, უკრაინული წყაროს ინფორმაციით, კიევი აპირებს რუსეთში სამიზნეებზე დარტყმების გაგრძელებას, რათა მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს.
უკრაინელებმა გამოცემას ასევე აცნობეს, რომ 2023 წლის შემოდგომაზე კიევმა და მოსკოვმა მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომ ერთმანეთის ენერგოობიექტებს არ დაარტყამდნენ. შედეგად, რუსეთმა თავი შეიკავა ზამთარში უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მსხვილი შეტევებისგან. მაგრამ მას შემდეგ, რაც კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობბაზებზე დარტყმები განაახლა, მოსკოვმა შეთანხმება დარღვეულად ჩათვალა.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმანეთის ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ შესაძლოა პირველი ნაბიჯი გახდეს.
0
0