05/08/2024
19:06
სპორტი
მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ იტალიელ მოცურავეს, ოლიმპიურ ჩემპიონს, თომას ჩეკონს პარკში სძინავს. სანამ ეს ფოტო გავრცელდებოდა, მან მედიასთან ოლიმპიურ სოფელში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
პოპულარული მოცურავე ამბობდა, რომ სპორტსმენებს ცუდი საკვები და მუყაოს საწოლები აქვთ და ოლიმპიურ სოფელში კომფორტულად ძილი შეუძლებელი იყო.
"მიწაზე ძილი იდეალური არ არის, მაგრამ მუყაოს საწოლს სჯობს. ბევრ სპორტსმენს აწუხებს ეს ფაქტი. ტყუილად არავიინ წუწუნებს, ეს არის რეალობა, რაც ალბათ ყველამ არ იცის," - ამბობს სპორტსმენი.
მისი ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა ჰუსეინ ალირეზამ გამოაქვეყნა.
ოლიმპიურ სოფელში არსებულ არასათანადო პირობებზე არაერთმა სპორტსმენმა ისაუბრა.
"არ არის საკმარისი საკვები: კვერცხი, ქათამი, გარკვეული ნახშირწყლები", - განუცხადა ლონდონის Times-ს ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის ხელმძღვანელმა ენდი ანსონმა. ”აღარაფერს ვამბობ საკვების ხარისხზე - სპორტსმენებს უმი ხორცით უმასპინძლდებიან", - დასძინა მან.
შედეგად, რამდენიმე სპორტსმენმა მათ შორის აშშ-ის ქალთა ჩოგბურთის მთელმა გუნდმა (კოკო გაუფის გარდა) დატოვა სოფელი და სხვა საცხოვრებლის ძებნა დაიწყო.
0
0