27/11/2024
20:15
მსოფლიო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ 2012-2021 წლებში თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას და მის ოჯახის წევრებს არაერთხელ დაემუქრნენ.
ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა ლონდონში საჯარო ლექციაზე გამოსვლისას ისაუბრა.
„გარდიანის“ ცნობით, ბენსუდა აღნიშნავს, რომ ზეწოლის, მუქარის და დაშინების მცდელობებს ადგილი იმ პერიოდში ჰქონდა, როდესაც სასამართლოში პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე საქმეებზე მუშაობდა.
ასეთ საქმეებს შორის ბენსუდამ დაასახელა 2015 წელს დაწყებული გამოძიება, რომელიც ისრაელის არმიისა და პალესტინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს ეხებოდა და, ასევე, ავღანეთში, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გამოძიებას.
ამასთან, ბენსუდამ თქვა, რომ მასზე და მის ახლო მრჩევლებზე მუქარას და ზეწოლას შედეგი არ მოჰყოლია და მათთვის მოვალეობის პირნათლად შესრულებაში ხელი არ შეუშლია.
„ბანდიტების მიუღებელ მსგავს ტაქტიკას, მუქარებს, დაშინებას და სანქციებსაც კი შედეგი არ გამოუღია და არ ასახულა ჩემი ან ჩემი ოფისის მიერ მოვალეობების შესრულებაზე“, – განაცხადა ბენსუდამ.
0
0