27/11/2024
22:00
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ოფიციალურად მიმართავს.
"ძლიერი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა.
0
0