14/12/2021
13:43
საზოგადოება
2016 წელს მოკლული 23 წლის ანტონ მელტონიანის მამა ითხოვს, რომ ყველა იმ პირმა სათანადოდ აგოს პასუხი, ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.
მოქალაქის მტკიცებით, მისი შვილს ჯერ ავტომობილი დააჯახეს, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და თვალწინ მოუკლეს შვილი.
ამასთან, ის ამბობს რომ მომხდარის გამო პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. კაცი აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩემს შვილს აშინებდნენ, მოგკლავთო. ედიკ ხაშატრიანმა ჩემი შვილი დაიჭირა. შვილმა მე არაფერი მითხრა, დედამისს უამბო. მისი მკვლელობის შემდეგ მამაჩემმა მითხრა. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი და არაფერი ვიცოდი. თამარიანის ოჯახმა ჩემი შვილის მკვლელობა შეუკვეთა 2016 წელს“, - აცხადებს ტელეკომპანია „პირველთან“ შვილმოკლული მამა.
0
0