24/03/2022
21:29
მსოფლიო
„დღეს ომის დაწყების ერთი თვეა. ერთი თვის ომი, ექვსი მილიონი დევნილი, უკრაინელი ბავშვების ნახევარი დევნილი. რუსულმა ჯარმა დაიწყო, სწრაფ დაპყრობას ცდილობდა და ახლა ხალხს ხოცავენ. სამხედრო თვალსაზრისით, ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია. ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ ასი კილომეტრით შორის წასულიყვნენ თავიანთი ლოგისტიკური ბაზებიდან. რომ ვერ შეძლეს ქალაქების დაპყრობა, დაბომბეს ქალაქები, დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, გაანადგურეს ყველაფერი, მაგრამ უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ იარაღის მიწოდებით. რა თქმა უნდა, ომის შედეგი არ არის ის, რასაც კრემლი ელოდა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა.
„რა თქმა უნდა, არასტაბილურობა ძალიან დიდია და რუსეთის საზღვრებთან მყოფი ხალხი დგას ძალიან ბრძოლისუნარიანად, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის მხარდაჭერა. მოდით, ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე. მომდევნო ორ კვირაში გადაწყდება, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაკეთებელია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
0
0