24/05/2022
13:53
მსოფლიო
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი დააპატიმრეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველლე” ავრცელებს.
მედიის ცნობით, დოდონის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის საქმეზე მიმდინარეობს.
“მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ჩხრეკა ჩატარდა დოდონის კუთვნილ სახლში და ზოგიერთ სხვა შენობაში. ის 72 საათის განმავლობაში დააკავეს”, – განაცხადა მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა, მარიანა კორპეკმა.
მისივე თქმით, ჩხრეკა მიმდინარეობს როგორც დოდონის, ისე მისი უახლოესი თანამოაზრეების კუთვნილ 12 შენობაში.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია „პასიური კორუფციის“, „პოლიტიკური პარტიის მიერ კრიმინალური ორგანიზაციიდან დაფინანსების მოპოვების“, „უკანონო გამდიდრების“ და „ღალატის“ მუხლებით, – განაცხადა კორპეკმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი რობუმ ხელი მოაწერა დადგენილებას „ჩანთის“ გახმაურებულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის განახლების შესახებ. საუბარია 2019 წლის დემოკრატიული პარტიის ოფისის ვიდეო კადრებზე, სადაც დემოკრატიული პარტიის მაშინდელი ლიდერი, ახლა გაქცეული ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი დოდონს გადასცემს ამანათი (“ჩანთა”), სავარაუდოდ ფულით.
ცოტა ხნის წინ იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მოქმედ ხელისუფლებას შეებრძოლება და მოლდოვას არ დატოვებს.
0
0