13/04/2022
00:23
კონფლიქტები
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. პოდოლიაკმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
პოდოლიაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, ისინი კვლავ სამუშაო ქვეჯგუფების დონეზე გრძელდებოდა.
„მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია. ვმუშაობთ ონლაინ ჯგუფებში. მაგრამ ის გრძელდება. ნათელია, რომ ახლა მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი მძიმეა. ასევე აშკარაა, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში. ასევე, ცხადია, რუსული მხარე მისდევს მოლაპარაკებების პროცესზე ზეწოლის ტრადიციულ ტაქტიკას, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
0
0