14/10/2024
23:19
სპორტი
ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ალბანეთმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და საქართველოს გაუთანაბრდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
ალბანელი ქომაგები მატჩის შემდეგ ბედნიერი ჩანდნენ. ისინი კმაყოფილები დარჩნენ ქართველი ქომაგების ქცევითაც, როცა მათ ჰიმნს არ დაუსტვინეს და პირიქით, ტაშით შეხვდნენ.
„მნიშვნელოვანი 3 ქულა, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“.
„ყველაფერი ახლა იწყება, ნაკრებმა კბილები გამოაჩინა“.
„ძლიერი საქართველო მიწაზე დავუშვით, მათ არაფრის შანსი არ ჰქონიათ“.
„მოგვეწონა ჰიმნზე პატივისცემა, შემდეგში კარგ დახვედრას მოგიწყობთ“.
„წინ ნოემბრის მაგარი მატჩებია, უნდა გავიდეთ“.
„მათი ლიდერები უბრალოდ გავაშეშეთ“. - წერენ ალბანელი გულშემატკივრები.
0
0