29/12/2021
15:20
პოლიტიკა
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის საკეთილდღეოდ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.
რაც შეეხება, თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს მატებას, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხელფასის მატების საშუალებას 2017 წლიდან იძლეოდა, ამ შესაძლებლობით თანამდებობის პირებს არ უსარგებლიათ.
„საჯარო სექტორში ხელფასების მატება გამოწვეულია საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლის თანახმადაც საბაზისო ხელფასი, რომელიც აქამდე 1000 ლარს შეადგენდა, 1 100 ლარით შეიცვალა. მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რადგან ეს ადამიანები ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ყოველდღიურად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მთელი რესურსი გვაქვს მიმართული იმისკენ, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასები მოემატოთ. რაც შეეხება თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხელფასის მატების საშუალებას 2017 წლიდან იძლეოდა, ამ შესაძლებლობით თანამდებობის პირებს არ უსარგებლიათ“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024