25/10/2024
00:16
მსოფლიო
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ჩვენი მოტივების, საჭიროებებისა და ამ ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაერო-ს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინას სჭირდება შიდა გაძლიერების გეგმის შემუშავება. ზელენსკის თქმით, ეს გეგმა მოიცავს პოზიციების გაძლიერებას ფრონტის ხაზზე, ეკონომიკის განვითარებას, რუსული დეზინფორმაციისგან დაცვას.
„ეს შიდა გაძლიერების გეგმა ასევე უზრუნველყოფს უკრაინის ერთიანობას. როდესაც სახელმწიფოსთვის მუშაობ, გრძნობ, რომ სახელმწიფოსთან ერთად ხარ, მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება სურთ. ასეც უნდა იყოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0